გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საარჩევნო უბანზე, ,,ქართული ოცნების” კოორდინატორებს საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიოტორიაზე, ამომრჩევლების ზეწოლაში ადანაშაუელებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა აცნობა.
მისი თქმით, კონკრეტულად ხიდისთავის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლელა ლუკაშვილი და სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის” თანამშრომელი ლიკა კაჯილაშვილი ამომრჩეველს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
დამკვირვებლის განცხადებით, ლიკა კაჯილაშვილი გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ისაკაძის ბიძაშვილის მეუღლეა. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უბნის ტერიტორიაზე სიმშვიდეა, ხოლო მის გარეთ რა ხდება, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
წყარო: qartli.ge
ფოტო: qartli.ge