ქარელში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შპს “არილის” კუთვნილი ლითონის სამაგრ-ჩამკეტები მოიპარეს. პოლიციის მიერ დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების შემდეგ, საქმემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით”, – განმარტავს სასამართლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულებს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალათ პირობითად – 5 წლის გამოსაცდელი ვადით. გარდა ამისა, მოსამართლემ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა 180 საათის ვადით.