ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი –დაბა ჩოხატაური – ივლისი.
2023 წელი –დაბლაციხე – მაისი; კოხნარი – მაისი; საჭამიასერი – მაისი; გუთური – აგვისტო; ფარცხმა – აგვისტო; გოგოლესუბანი – აგვისტო; შუა ამაღლება – აგვისტო; ზოტი – აგვისტო.
2024 წელი –ამაღლება – თებერვალი; ზომლეთი – თებერვალი; ქვენობანი – თებერვალი; ხიდისთავი – თებერვალი; ჯვარცხმა – თებერვალი; გორაბერეჟოული – თებერვალი; ერკეთი – მაისი; ბუკისციხე – მაისი; ზემოხეთი – მაისი; დიდივანი – მაისი; შუა სურები – მაისი; ზემოსურები – აგვისტო; ხევი – აგვისტო; ნაბეღლავი – აგვისტო; დაბა ბახმარო – აგვისტო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.