ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 2 207 291 ლარს 3 სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის დახარჯავს. სასმელი წყლის სისტემა სოფელ ზემო ხვედურეთში, საღოლაშენში და თამარაშენში მოეწყობა.
“მიმდინარეობს 3 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. საქართველოში განხორციელებული პროექტების ფონდიდან და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.”, – ახადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულება, რომელსაც შპს” თექ ჰაივეი” აწარმოებს, 2022 წელს იგეგმება.