საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი – საგარეჯო – დეკემბერი; გომბორი – დეკემბერი; უჯარმა – დეკემბერი; კოჭბაანი – დეკემბერი; ხაშმი – დეკემბერი; პატარძეული – დეკემბერი; წყაროსთავი – დეკემბერი; ნინოწმინდა – დეკემბერი; გიორგიწმინდა – დეკემბერი; თოხლიაური – დეკემბერი.
2023 წელი – სათაფლე – ოქტომბერი; მანავი – ოქტომბერი; დიდი ჩაილური – ოქტომბერი;
პატარა ჩაილური – ოქტომბერი; კაკაბეთი – ოქტომბერი; ვერხვიანი – ოქტომბერი; იორმუღანლო – დეკემბერი; დუზაგრამა – დეკემბერი; ლამბალო – დეკემბერი; თულარი – დეკემბერი
2024 წელი – ყანდაურა – ივნისი; ბადიაური – ივნისი; შიბლიანი – ივნისი; მზისგული – ოქტომბერი; უდაბნო – ოქტომბერი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.