როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში

535

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი –ხარაგაული – ივლისი; ბაზალეთი – აგვისტო; ბორითი – აგვისტო.

2023 წელი –ლაშე – აპრილი; კიცხი – აპრილი; ხიდარი – აპრილი; საღანძილე – ივლისი; ლეღვანი – ივლისი; ვახანი – ივლისი; მოლითი – სექტემბერი; ზვარე – სექტემბერი; ხუნევი – ნოემბერი.

2024 წელი –ღორეშა – მარტი; სარგვეში – მარტი; ხევი – მარტი; ფარცხნალი – მარტი; ვარძია – მარტი; წყალაფორეთი – ივლისი; წიფა – ივლისი; ნადაბური – ივლისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.