როდის დაიწყო და დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაცია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში

674

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ქვემო გომი – აპრილი; მეტეხი – აპრილი; კოდისწყარო – სექტემბერი; კასპი – დეკემბერი; ლამისყანა – დეკემბერი; ოკამი – დეკემბერი.

2023 წელი – სამთავისი – იანვარი; ქვემო ჭალა – იანვარი; აღაიანი – ივნისი; ახალციხე – ივნისი; კავთისხევი – ოქტომბერი; წინარეხი – ოქტომბერი.

2024 წელი – თელიანი – აპრილი; დოესი – აპრილი; ხოვლე – აპრილი; ზემო ხანდაკი – ოქტომბერი; ახალქალაქი – ოქტომბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.