როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში

887

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – კუმისი – მარტი; სართიჭალა – ოქტომბერი; ნაზარლო – ოქტომბერი.

2023 წელი – მარტყოფი – მარტი; ახალსოფელი – მარტი; აღთაკლია – დეკემბერი; ყარათაკლია – დეკემბერი; ყარაჯალარი – დეკემბერი; თელეთი – დეკემბერი; კრწანისი – დეკემბერი; გამარჯვება – დეკემბერი.

2024 წელი – ნორიო – აპრილი; ახალი სამგორი – აპრილი; კალინინო – აპრილი; გარდაბანი – აპრილი; ქესალო – ოქტომბერი; ვახტანგისი – ოქტომბერი; ჯანდარა – ოქტომბერი; ლემშვანიერა – ოქტომბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.