კახეთს 5700 ნაგვის ურნა, 24 ნაგავმზიდი და 10 დასუფთავების მანქანა გადაეცემა – გამოცხადებულია ტენდერი

851

წინა სტატია

შემდეგი სტატია

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ლაგოდეხში გამართულ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე კახეთის მუნიციპალიტეტების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაზე ისაუბრა.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი კახეთის მუნიციპალიტეტების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაზე და სულ მოიაზრება 5700-ზე მეტი კონტეინერის, 24 ნაგავმზიდის და 10 პიკაპის ტიპის ქუჩის დასუფთავების მანქანის შეძენა. აღნიშნულისათვის მოიაზრება, დაახლოებით, 10,3 მლნ ლარის მიმართვა. კახეთში ასევე დაგეგმილია ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს მოემსახურება“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მისივე თქმით, 2021 წელს კომპანიამ კახეთში, კერძოდ თელავში ერთი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა განახორციელა, რაზეც 2021 წელს, დაახლოებით, 115 ათასი ლარი მიიმართა. 2022 წელს კი კომპანია სამ პროექტს ახორციელებს, რისთვისაც 800 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯება.