ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისი ქუჩაზე, გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
„ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარით ტროტუარები, სანიაღვრე არხები, ბორდიურები და გადასასვლელი ხიდბოგირები მოეწყო.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 მაისს დასრულდება და სრული ღირებულება 1 175 783 ლარს შეადგენს.
პარალელურად, წმინდა ნინოს და ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებია დაწყებული,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.