ქარელში 1 წელში ცხოველებმა 617 ადამიანი დაკბინეს

346

ქარელის ანტირაბიულ კაბინეტს 2021 წელს ცხოველისგან დაკბენილმა 617-მა პაციენტმა მიმართა, – ამბობს ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ფარეხელაშვილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 

მისი თქმით, ყველაზე ხშირად მოქალაქეები ძაღლის ნაკბების გამო მიმართავდნენ.

“ამ 617 პაციენტიდან, 496 იყო ძაღლის მიერ დაკბენილი, თუმცა მათგან მხოლოდ 10% იყო მიუსაფარი. გაცილებით ხშირია, როცა ძაღლები საკუთარ პატრონს კბენენ”, – განმარტავს ფარეხელაშვილი.