რუსთავში, ცურტაველის მოედანზე, გმირთა მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკი, გამწვანება და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, განთავსდება დასასვენებელი სკამები. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
“რუსთავში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია, ადგილის, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული. პროექტის ღირებულება მილიონ სამასი ათას ლარზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში რუსთავს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკი, გამწვანება და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, განთავსდება დასასვენებელი სკამები. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 1 354 439 ლარს შეადგენს და სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.