მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” შტაბთან, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი დაჭრეს

1033

ცოტა ხნის წინ სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა მოხდა “ქართული ოცნების” შტაბთან. დაჭრილია ხუთი პირი, მათ შორის, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

ადგილზე იმყოფებიან შს მინისტრი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ცენტრალური და საოლქო კომისიების წარმომადგენლები, “ქართული ოცნების” ლიდერები და წარმომადგენლები. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

დაჭრილი პირები გადაყვანილები არიან საავადმყოფოში და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთერთი დაჭრილის თბილისში გადმოყვანა იგეგმება, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი 19 ოქტომბერს 23 საათზე მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 11 გასროლის ხმა გაიგეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ფაქტთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

განახლებული ინფორმაცია:

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში დაჭრილ ორ პირს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია უტარდება

შს მინისტრი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტზე: გთხოვთ, ფაქტს პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ