ქობულეთის სოფელ კვირიკეში სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

567

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეშისუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. იგი აგროსერვის ცენტრის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში შეიქმნა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საწარმოში ჯამურად 89 258 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ნაწილი გრანტია, ნაწილი კი თანამონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში თვეში 10 ტონა სანელებელს გადაამუშავებენ.

პროდუქციის რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, გავა ექსპორტზე.  დასაქმებულია 15 ადამიანი.