შუახევის საკრებულოში ხელფასები იზრდება

749

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წევრებმა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარემ კი ხელფასების ზრდა მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ახსნა, ასევე დაამატა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათ ხელფასები აღარ მოემატებათ და  ანაზღაურების ზრდა კი  გაგრძელდება სხვა დასაქმებულებისთვის.

დღესვე შუახევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი  დაამტკიცა, რომელიც 14  მილიონით განისაზღვრა. მერიაში ამბობენ, რომ მთავარ ფინანსურ  დოკუმენტში  პრიორიტეტები ინფრასტრუქტურასა და განათლების მიმართულებებზეა გადანაწილებული.