პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: არის უაღრესად წესიერი, გაზრდილია ექიმის ოჯახში

377

არის უაღრესად წესიერი, გაზრდილია ექიმის ოჯახში, – ასე წარადგინა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

“ბატონი ზურა აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. მე მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი. და კიდევ ერთხელ, ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა პრემეირმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი დღეს წარადგინა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.