ქუთაისის მერიას 2022 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის 80 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“ქუთაის-გაენათის ეპარქიის მხარდაჭერა” – ასეა განსაზღვრული ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში. თუმცა, კონკრეტულდ რას გულისხმობს აღნიშნული მხარდაჭერა მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამისათვის მერიას წერილობით უნდა მივმართოთ.
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტიდან თანხას ყოველწლიურად ურიცხავს ქუთაის-გაენათის ეპარქიას.
2019 წელს – 50 ათასი, 2020 წელს – 40 ათასი, ხოლო 2021 წელს 250 ათასი ლარით დააფინანსეს.
“ბიუჯეტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გათვალისწინებული თანხა განსაზღვრულია ეპარქიაში შემავალი დაწესებულებების კომუნალური გადასახადებისა და ახალი ეკლესიების მშენებლობისთვის. საპასუხოდ, ეპარქია ხელს შეუწყობს მის დაქვემდებარებაში არსებულ სივრცეებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას“, – მაშინ ასე განმარტავდნენ მერიაში ეპარქიისთვის ასიათასობით გადარიცხული თანხის მიზნობრიობას.