გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პაკეტი 160 000 ლარით გაიზარდა

368

2022 წელს გურჯაანის მერიის სოციალური პროგრამა თითქმის 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.
სოციალური სამსახურის უფროსის სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება 160 000 ლარით არის გაზრდილი და 18 ქვეპროგრამას მოიცავს.

“გაიზარდა როგორც სამედიცინო პროგრამების თანადაფინანსება, ასევე მედიკამენეტებით დაფინანსებაც. ხასიათობრივად და შინაარსობრივად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა დახმარების პროგრამები. მიმდინარე წელს უფრო დადებითად შეფასდება ჩვენი პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე“, – განმარტა ქუმსიაშვილმა.