ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქალაქი Street Art-ის იგივე ქუჩის მხატვრობის დასაფინანსებლად 70 000 -ის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული აქტივობა ხელოვნების ამ ჟანრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ. რომ თავის მხრივ, Street Art-ის ჟანრში შექმნილი საინტერესო, თემატური კომპოზიციები ქალაქის სხვადასხვა უბანში განსხვავებულ გარემოს შექმნის და სიახლეს შეიტანს ქალაქის იერსახეში. დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა კომისიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებიდან.
Street Art-ის მხარდასაჭერად ფინანსები ქალაქის ბიუჯეტში აქამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა ქალაქში ბიზნესსექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ თავად მხატვრების პირადი ინიციატივით არაერთი საინტერესო სტენსილია განთავსებული.