ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით სხდომა დაიწყო

377

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით საკრებულოს სხდომა დაიწყო.

ახალი მოწვევის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავმჯდომარის არჩევის და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი დააყენეს. ოპოზიციის წევრების თქმით, ბათუმის ბიუჯეტი ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა და ისინი აღნიშნულ ბიუჯეტს არ ცნობენ.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 35 წევრიდან 18 წევრის ხმაა საჭირო. დღევანდელ სხდომას გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრიც ესწრება, რომელიც წინა სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოში ხმათა უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს.