რატომ ვერ აშენდა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი – ”ლელოს” ბრიფინგი

394

”ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრებს აინტერესებთ, რატომ ვერ აშენდა ამ დრომდე ლუკა ასათანის ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი, რომლის მშენებლობაც აჭარის მთავრობამ 2017 წელს დააანონსა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

”ლელოს” წევრების თქმით, ლუკა ასათიანის ქუჩაზე ის ტერიტორია, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, კვალ შემოღობილია. მათივე განცხადებით, კანადური კომპანია “ვესტინკორ ლიმიტედს” 20 მილიონიანი პროექტის განხორციელება გამარტივებული შესყიდვით წესით დაევალა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით კომპანია პროექტიდან გავიდა და აჭრის მთავრობას ავანსად ჩარიცხული თანხის 20% უკან დაუბრუნა.

”ლელოს” განცხადებით, ახლა კომპანია ექპერტიზის შედეგებს ელოდება, რომლითაც უნდა დადგინდეს რა თანხა დაიხარჯა გაწეული სამუშაოებისთვის, რომლის უკან დაბრუნებსაც ითხოვს.

”2017 წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაგვიანონსა, რომ აქ იქნებოდა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოების წარმოება გამარტივებული შესყიდვის გზით დაევალა კანადურ კომპანიას. აქ არანაირი კომპლექსი არ არის, გვაინტერესებს რატომ არ არის? უკვე მეორე ახალი წელი მოდის და ბათუმელებს არ აქვთ პასუხი სად აშენდება ის კომპლექსი, რომელიც დაანონსებლი იყო. დღემდე გვეუბნებიან რომ ტერიტორიაზე ექსპერტიზა ტარდება. გვაქვს ეჭვები გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. გვინდა მეტი საჯაროობა,” – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.