“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, 24 დეკემბერს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. ზუგდიდის მერია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება.
“სასამართლოდან დამირეკეს. 24 დეკემბერს პროცესი უნდა გაიმართოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გედავებათ ქალაქის იერსახის დამახინჯებასო.
ის დღეა ზუგდიდის საკრებულოდან უკანონოდ რომ გამომათრიეს, თითი მომატეხეს და მოტეხილი თითით, მონები დავაწერე მერიასთან.
მეორე სასამართლოც ახალ წლამდე მექნება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality – ვაი, თქვენს პატრონს”, – წერს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, საქმე ეხება 26 ნოემბერს გამართულ აქციას, სადაც ოპოზიცია ზუგდიდის ვადაგასული საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდა. პოლიციამ ოპოზიციონერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა რა დროსაც ანა წითლიძეს თითი მოსტეხეს.