როგორ ხვდება გურჯაანი ახალ წელს

538

ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სამზადისი დაიწყო. მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, თათია ფურცელაძის განმარტებით, დაგეგმილია რამდენიმედღიანი ღონისძიებები.

“20 დეკემბერის საღამოს საზეიმოდ აინთება ნაძვისხე. პარალელურად, გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები. ამის შემდეგ 26 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ იგეგმება კონცერტი, რომელიც ორ საათზე დაიწყება და გვიან საღამომდე გაგრძელდება. გადაიკეტება თამარ მეფის ქუჩა, დღის განმავლობაში იგეგმება საბავშვო აქტივობები, იქნებიან ანიმატორები, მოეწყობა საშობაო ბაზრობა და საღამო დასრულდება ფეირვერკით. თოვლის პაპა დაარიგებს საჩუქრებს.“

თათია ფურცელაძის განმარტებით, საშობაო ღონისძიებები 30-31 დეკემბერსაც გაგრძელდება.

„30 და 31 დეკემბერს პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საშობაო ბაზრობა. 31 -ში მთელი დღის განმავლობაში იქნება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემსრულებლები. საღამოს გვიან ღონისძიებას გააგრძელებს ბენდი და დიჯეი. გადაიკეტება თამარ მეფის ქუჩა. ასევე ამ დღეებშიც კულტურის ცენტრთან შუადღის მერე, თოვლის პაპა საახალწლო საჩუქრებს დაარიგებს”.

რა თანხა დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯერჯერობით უცნობია.