ბათუმის ქუჩების საახალწლო დეკორაციებით მორთვა დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე სცენა ეწყობა. აქვე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც 25 დეკემბრს საზეიმოდ აინთება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
საახალწლო ღონისძიებები ქალაქში 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.
დაგეგმილია ქუჩის წარმოდგენები და კონცერტები ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. 31 დეკემბერს კი გაიმართება გალა კონცერტი კულტურის ცენტრთან არსებული “ჯაზ ბიგ-ბენდისა“ და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით.
ასევე განხორციელდება პროგრამა “ახალი წელი შენს ეზოში“, რომლის ფარგლებშიც ანიმატორები ქალაქის ქუჩებსა და ეზოებში საახალწლო განწყობას შექმნიან. კულტურული ღონისძიებებისთვის 433 ათასი ლარია გამოყოფილი.