„დროას“ წევრი გახარიას პარტიის წარმომადგენელს ზუგდიდის საკრებულოში: თვალის ვალი გაქვთ

665

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიგა ფარულავამ მოუწოდა ენმ-ის დეპუტატებს რომ სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

“მას შემდეგ რაც პროცედურების პირველი ნაწილი დასრულდა და მზად ვიყავით კანდიდატურის დასაყენებლად, მხოლოდ იმ მოტივით რომ ჩხოროწყუში შექმნილი კრიზისი დაგვეძლია, სამწუხაროდ ორივე პარტია არ გამოცხადდა დარბაზში. სხდომა ჩაიშალა და ჩხოროწყუს მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული. დღესაც ეს სურათი გვაქვს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს სხდომა, მიზეზი გაურკვეველია. მე მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში, ფრაქცია “საქართველოსთვის” წარადგენს საკუთარ კანდიდატურას. მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

მისი განცხადების შემდეგ “დროას” წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ პლაკატით ხელში ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს მიმართა.

“გახსენებთ, რომელ პარტიას წარმოადგენთ, იმ პარტიას, რომელსაც მაკო გომურის და კობა ლეთოდიანის თვალის ვალი აქვს”, – განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

რის პასუხადაც, გიგა ფარულავამ თქვა, რომ ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას და არ აპირებენ “შოუში მონაწილეობის მიღებას”.

გიგა ფარულავას მიმართვამდე საკრებულოს სხდომა დატოვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.