კასპის საკრებულოს სხდომა ენმ-ის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვა – ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებენ

535

ხმაური და დაპირისპირება კასპში – მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის გადაწყვეტილებით, კრიტიკული მედიის წარმომდგენლები საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს. “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ბიუჯეტი ყველასთვის ღიაა და მედიას გაშუქების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ენმ-ის წევრებმა სხდომათა დარბაზში წარწერა “თავისუფლება მიშას” გააკეთეს, მოგვიანებით კი პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.