აჭარის უმაღლესი საბჭო 2022 წლის ბიუჯეტზე მსჯელობს

353

აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტზე მსჯელობს. დეპუტატები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ.

აჭარის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით თითქმის 40 მილიონი ლარით იზრდება და 454 მილიონს შეადგენს. როგორც მინისტრმა განაცხადა, პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლის მშენებელობის მეორე ეტაპის დასაწებად. ასევე დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების“ გარეშე. გაგრძელდება მაღამთიანი აჭარის გაზიფიციფება, აშენდება სოციალური სახლები ხელვაჩაურში.

სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოში მიმდინარე პროცესები და „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები შეაფასეს.