კასპში საგზაო ნიშნები შეცდომით დაამონტაჟეს

539

გორი-მცხეთა-თბილისის შემოვლით გზაზე ნოსტის მიმართულების აღმნიშვნელი ნიშანი შეცდომით დაამონტაჟეს. გზის მანიშნებელი ახალი აბრის მიხედვით, გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელში გაუქმებული გზით მოხვდებით. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

როგორც კასპის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩაატარეს. საგზო ნიშნები კი მათ დაუკითხავად დააყენეს.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების მოწესრიგება ადგილობრივი მერიის კომპეტენციაა, ამიტომ მერის გადაწყვეტილებით, აბრაზე ნოსტეს წარწერა გადაშალეს, თუმცა მხოლოდ თბილისიდან მიმავალი მგზავრებისთვის.

იმავე ადგილას კიდევ ერთი აბრაა. გორიდან მიმავალი მგზავრებისთვის ნოსტის მიმართულების აღმნიშვნელი წარწერა დატოვეს.

ნოსტეში მოხვედრა კი შესაძლებელია სოფელ ახალქალიდან.