ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, 20 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას ქართველი მომღერლები სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა, დათუნა მგელაძე, დუეტი „ჯორჯია“ დაესწრებიან და ქუთაისელი მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.
ასევე ცნობილია, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე ადგილობრივი კაპელა სპეციალურად 20 დეკემბრისთვის მომზადებულ ნომერს შეასრულებს.
მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა დაგეგმილი. ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.