ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულო თავმჯდომარის არჩევას დღეს მესამედ შეეცდება

377

შემდეგი სტატია

ჩხოროწყუს საკრებულოში დღეს, 12:00 საათზე, მესამე სხდომა გაიმართება, სადაც “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ შეეცდება, თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატი, ჯუმბერ იზორია აირჩიოს.

თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა გასულ კვირასაც ჩატარდა, თუმცა პირველ ჯერზე ასარჩევად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ამავე დღეს კენჭისყრის განმეორებით ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა სხდომა უკვე კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. გასულ კვირას თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები „ქართულმა ოცნებამ“ და გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დაასახელეს.

დღეს სხდომას დეპუტატები სრული შემადგენლობით ესწრებიან.

ჩხოროწყუს მერი, გიორგი ხარჩილავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟის და მუქარის მეთოდით უნდა, დამარცხებულ რეგიონებშიც გამარჯვება გაიფორმოს.