ქედის მერმა როლანდ ბერიძემ პირველი მოადგილის პოსტზე იმედა ვასაძე დაასახელა, ხოლო მეორე მოადგილედ მამუკა ფარტენაძე წარადგინა.
მერის განმარტებით, მოადგილეები გამოცდილებისა და კვალიფიციურობის მიხედვით შეარჩია..
“წარმატებები მინდა ვუსურვო მოადგილეებს. მე დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებაში. ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთიანი ძალისხმევით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“- აღნიშნა როლანდ ბერიძემ.