ნაციონალები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას შეეცადნენ

702

ზუგდიდში, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას შეეცადნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და საპროტესტო აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ასამდე თანამშრომელი.

ზუგდიდში სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და აზიურ ფაროსანასგან დაზარალებული დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა შეიქმნას ზარალის დამთვლელი კომისია და მოსახლეობას კომპენსაცია მიეცეს.

წყარო: იმედინიუსი