საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 700 ათას ლარამდე დაიხარჯება, ამჯერადაც ქალაქის მორთულობაზე შპს „აჭარგანათება“ იზრუნებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც “აჭარის ტელევიზია” წერს, ბოლო 9 წელია აღნიშნული შპს უკონკურენტოა, მხოლოდ აჭარგანათებაა ის კომპანია, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც.
რატომ ვერ მონაწილეობენ ტენდერში სხვა კომპანიები? აქვს თუ არა მერიას კონკრტული პირობებები აჭარგანათებაზე მორგებული და რა წერია აუდიტის დასკნაში? ვრცლად ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟტში იხილეთ.