ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახლახან განაცხადა.
ბრიფინგზე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებსა და საექიმო საზოგადოებას კოვიდ 19-თან ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის.
ტიკარაძემ, ასევე, ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც, მისივე თქმით, სამინისტროში ჯანდაცვისა თუ სოციალურ სფეროში წარმატებით განახორციელეს.
ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მინისტრის პოსტიდან პარტიის პოლიტსაბჭოში გადაინაცვლებს, თუმცა, კონრეტულად რატომ მიიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, მან ამაზე არ ისაუბრა.