კვორუმის არარსებობის გამო, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ერთი კვირით გადაიდო

694

წინა სტატია

კვორუმის არარსებობს გამო, ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
მას შემდეგ რაც ოპოზიციამ უარი განაცხადა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე, ქვორუმი ვერ შედგა და სხდომა გადაიდო.

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ჯერ პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა დატოვეს, შემდეგ კი – “ლელო-საქართველოსთვის” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა.

სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” თავმჯდომარის არჩევას მომდევნო კვირაში ეცდება და ამისთვის სხდომას უკვე მესამედ ჩანიშნავს.

ჩხოროწყუს საკრებულომ პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩია.

სხდომაზე დღეს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია “საქართველოსთვის” შოთა წურწუმია და “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ – 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ამ შედეგებით, გამოჩნდა, რომ ვიღაც “გაიყიდა” და მათ უარი თქვეს განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

“ქართული ოცნების” კანდიდატის ჯუმბერ იზორიას განცხადებით, კი მისთვის პირველი კენჭისყრის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა.

მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ იყო.”მე ველოდებოდი”, – განაცხადა იზორიამ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის – პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, 7- “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 -“ლელოს” და 12 “ქართულ ოცნებას”. დღეს სხდომას ენმ-ის 1 დეპუტატი რამაზ გულუა არ ესწრებოდა კარანტინში ყოფნის გამო.