“არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?” – საინიციატივო ჯგუფის “არ გადადოს” წევრებმა დღეს ბათუმის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ახალ მერს მიმართეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ახალგაზრდებმა ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან ბათუმში არსებული 15-მდე ავარიული სახლის ფოტოები მიიტანეს და სიმბოლური გამოფენა მოაწყეს. თუმცა ამბობენ, რომ დაზიანებული და საფრთხისშემცველი სახლების რაოდენობა გაცილებით მეტია, დაახლოებით 3 ათასამდე.
მათი თქმით, ამ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია და ამიტომ მერიისგან მათ შესწავლას და დასკვნის მომზადებას მოითხოვენ, საჭიროების შემთხვევაში კი შენობების რეაბილიტაციას.
მათ დღეს მერიაში მოსახლეობის ხელმოწერებით განცხადებები დატოვეს.