ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება

342

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით კიკნაძე აირჩიეს; მოადგილეებად – პაატა გოგოლაძე და ამირან ოქრომჭედლიძე. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

კენჭისყრაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით საკრებულოში არჩეული 24 წევრი. სამივე მოადგილე არჩევნებში მონაწილე 24-ვე დეპუტატის მხარდაჭერით აირჩიეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულო 33 წევრიანია.