ხარაგაულის საკრებულოში ხუთი კომისია და ორი ფრაქცია შეიქმნა

441

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

3 დეკემბერს საკრებულოს პირველ სხდომაზე ხუთივე კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.

1) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ პავლე კიკალიშვილი;

2) იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ოთარ ლურსმანაშვილი;

3) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ – მარინე ხვედელიძე;

4) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – შმაგი ხიჯაკაძე ;

5) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ბესიკ კვირიკაშვილი.

საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია დარეგისტრირდა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას თორნიკე ავალიშვილი უხელმძღვანელებს. მას ორი მოადგილე ეყოლება – ქეთევან ზუმბაძე და ბაქარ ბარბაქაძე.

ფრაქციის – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილია. მას სამი მოადგილე ჰყავს – უჩა ბერაძე, ნონა ზურაბიანი და ირმა ვაქერ-სებისკვერაძე.