ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს გაიმართება

287

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.

ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში მოქმედ ყველა კომისიასა და ფრაქციას გადაეგზავნა.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები დეპუტატებმა, საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა და ორგანიზაციებმა საკრებულოს აპარატში 24 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს 12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე გაიმართება.

იმავე დღეს საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები უნდა დაუბრუნოს.