150 000 ლარი ახალი მანქანებისთვის – ხარაგაულში ძველი საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა

352

ხარაგაულში დილის 9 საათზე, ძველი შემადგენლობის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა და მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის მანქანების შესაძენად ბიუჯეტში ცვლილება შეიტანეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტში, სადაც უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა ცხოვრობს და ეპიდვითარებამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, 150 000 ლარი 2 ახალი ავტომობილისთვის გამოიყოფა.

საკრებულოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით,  აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ჩუმად, რეგლამენტისა და პროცედურების დარღვევით შეიტანეს და მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ქართული ოცნება ძვირადღირებული მანქანების შეძენას გეგმავდა.