რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბერს დაიწყება და 2 იანვარს დასრულდება

327

რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბერს დაიწყება და 2 იანვარს დასრულდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით შანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებების გასამართად სამი ლოკაციაა შერჩეული, ესენია: ლეონიძის სკვერი, ახალგაზრდობის პარკი და თეატრის უკან მდებარე სკვერი.

ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი დაიხარჯება.

“შერჩეულია სამი ლოკაცია, ახალგაზრდობის პარკი, ლეონიძის სკვერი და თეატრის უკან ახალრეაბილიტირებული სკვერი. ღონისძიებები გვექნება 4 დღის განმავლობაში, 30, 31 დეკემბერს და 1, 2 იანვარს. შიდა რესურსი არის მაქსიმალურად ათვისებული და გვექნება გასართობი ღონისძიებები. გვეყოლება ილუზიონისტები, ანიმატორები, რომლებიც რუსთაველ ახალგაზრდებს გაართობენ”,- განაცხადა დავით შანიძემ.

შანიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები მასშტაბური ვერ იქნება.