ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალმოწვეულ საკრებულოში სამი ფრაქცია შეიქმნა. ესენია: ფრაქცია “ქართული ოცნება“ – თავმჯდომარე მარი ჩხიკვიშვილი, ფრაქცია “საქართველოსთვის“- თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -თავმჯდომარე დათო მჟავანაძე. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ახალმოწვეულ საკრებულოში ფრაქციების შექმნის რაოდენობა შემცირდა. ცვლილებები მოხდა ასევე ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილების დანიშვნის კუთხით. კანონით ფრაქციას ყოველ სამ წევრზე ყავს ერთი მოადგილე არაუმეტესი შვიდისა.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ჰყავს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება, ხოლო ფრაქცია “ოზურგეთი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს – 1.