ოზურგეთის მუნციიპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა რომ, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში “ალტინფოს” წევრები არიან დასაქმებულები, რასაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ასევე, დაპირისპირების მიზეზი გახდა ოზურგეთის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცის საკითხიც. „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა რეორგანიზაციის საკითხი გააპროტესტა. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების გათავისუფლება.
საკრებულოს სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.