პროტესტი თელავის სოფელ ნაფარეულში – ხალხი ამბობს, რომ 5 ჰექტარი 40 წლით გაასხვისეს

488

საპროტესტო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში – ადგილობრივები სოფლის კუთვნილი საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

საუბარია 5 ჰა მიწის ფართობზე, რომელიც აქციის მონაწილეების თქმით, 2 წლის წინ მათგან ფარულად, 40 წლიანი იჯარით კომპანია “ლოპოტას”, ყოფილმა მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა გადასცა.

მათი თქმით, სოფელი მთლიანად მესაქონლეობაზეა დამოკიდებული და არ არის გამორიცხული, ამის გამო, საქონლის გაყიდვა მოუწიოთ. ნაფარეულელები ამბობენ, რომ ალტერნატიული  საძოვარიც აქვთ, თუმცა, იქ გადასაადგილებლად, უკვე გასხვისებული ტერიტორია უნდა გაიარონ, რის უფლებასაც მფლობელი არ მისცემთ. მოსახლეობა იჯარის დაუყონებლივ გაუქმებას ითხოვს.

აქციაზე სოფელ ნაფარეულში მერის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ მიწის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მასაც არ ჰქონდა.