გოჩა ენუქიძე: რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

540

რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება,-ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძე განაცხადა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, დეპუტატმა რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძესთან, ვიცე-პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილთან, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელ გაიოზ მონიავასთან, გამგეობის წევრ გიორგი კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ის ლოკაციები მოინახულა, რომელზეც შესაბამისი სასპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა 2022 წლისთვის იგეგმება.

„საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, რომელიც უახლოეს მომავალში ონის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრება, რაგბის განვითარების ადგილობრივი პერსპექტივები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ“,-აცხადებს გოჩა ენუქიძე.