დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

854

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ვერ შედგა. პირველ სხდომას არ დაესწრო არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ინფორმაციას TV4 ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პროგრესი და თავისუფლება, ასევე ერთი დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი, სხდომაზე არ გამოცხადდა „ნაციონალური მოძრაობა“, „პროგრესი და თავისუფლება“ დამოუკიდებელი მაჟორიტარი.

ათი დღის ვადაში გახდება ცნობილი როდის ჩაინიშნება საკრებულოს შემდეგი სხდომა.