მეორე ვადით აირჩიეს ქედაში საკრებულო თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე. მან 15 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამ გზით, ხელისუფლების ოპონენტებმა უნდობლობა არჩევნების შედეგებს გამოუცხადეს.
რაც შეეხება წარმომადგენლონითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეებს, პოსტზე რომან დავითაძე, რეზო თურმანიძე და არჩილ გორგილაძე აირჩიეს. ისინი წინა მოწვევის საკრებულოს წევრებიც იყვნენ.
სხდომაზე გახარიას პარტიის ერთადერთმა წევრმა ჯემალ დავითაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ისაუბრა.