სამტრედიაში ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციამ დასაწყისშივე დატოვა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
“გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, კობა ძიძიგურმა განცხადება გააკეთა:
“ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, დღეს საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულობ”.
სხდომა დემონსტრაციულად დატოვეს ასევე “ნაციონალებმა”. ემზარ შუბლაძის განცხადებით, ვინაიდან ,,ოცნება” ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას არ სთავაზობს, აზრი არ აქვს მათ დღევანდელ სხდომაზე დასწრებას.
“ნაციონალების” შვიდივე დეპუტატმა ამ განცხადების შემდეგ სხდომა დატოვა.
3 დეკემბრის სხდომა არ დაუტოვებია ,,ლელოს” დეპუტატს გივი ჯულაყიძეს, თუმცა აღნიშნა, რომ იგი არცერთი საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.