ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარედ შმაგი ბიძიშვილი აირჩიეს, მას სამი მოადგილე ეყოლება

522

დღეს, 3 დეკემბერს ადიგენის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ჩატარდა, სადაც კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ, შმაგი ბიძიშვილი აირჩიეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა, მხოლოდ “ქართული ოცნების” 22-მა დეპუტატმა მიიღო. ყველა მათგანმა ხმა ბიძიშვილს მისცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.

„ნეიტრალური პოზიცია დავიკავეთ, არც მხარი დავუჭირეთ და არც შევეწინააღმდეგეთ“-გვითხრა დეპუტატმა ენმ-დან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეულ თავმდჯომარეს, შმაგი ბიძიშვილს სამი მოადგილე ეყოლება.

“ქართული ოცნების” წევრები, ზაზა მღებიშვილი,თემურ მიქელაძე და დავით აბულაძე  დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით დღეს აირჩიეს.

ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს. ჯამში აქ 33 დეპუტატია, ორი მათგანი კორონავგირუსის დადასტურების გამო, სხდომაზე არ მისულა.

31-დან 22 (ქართული ოცნება)კენჭისყრაში მონაწილეობს, 9 (ენმ) კი არა.