ქობულეთში შტორმის შედეგად სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

424

ქობულეთში ძლიერი შტორმის შედეგად ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შტორმის გამო, სასეირნო ბილიკები ქვა-ღირღითა და ქვის ლოდებით დაიფარა.

მოსახლეობის თქმით, ქარისა და შტორმის შედეგად, სანაპიროსთან მწვანე ნარგავებიც დაზიანდა. ისინი ქობულეთის მერიას სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას სთხოვენ.